სოსო გოგაშვილს აფგან მუხთარლის საქმეზე ციხეში რამდენიმე საათი კითხავდნენ

16 სექტემბერი 2022, 19:53 740 ნახვა

​სუსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს აფგან მუხთარლის საქმეზე ციხეში რამდენიმე საათი კითხავდნენ.პროკურორი მიხეილ სადრაძე გოგაშვილთან რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატის თანდასწრებით იყო შესული. როგორც პროკურორმა  თქვა, დაკითხვა არ დასრულებულა და ამ მიზეზით ამ საკითხზე მედიასთან არ ისაუბრა. 26 ივლისს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის სახელით წერილი გავრცელდა, რომელიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შეეხებოდა. მისი თქმით, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, რომლის ამსახველი კადრებიც, გოგაშვილის ინფორმაციით, წაშალეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი