ფიბამ შესაძლოა 4 კალათბურთელი დასაჯოს

16 სექტემბერი 2022, 11:41 946 ნახვა

ფიბამ ოფიციალურად განაცხადა, რომ თბილისში, ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს დუდა სანაძისა და ფურქან ქორქმაზს შორის მომხდარი ინციდენტი გამოიძია.

სანაძისა და ქორქმაზის გარდა, სანქციები შესაძლოა გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიასა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას შეეხოს.

ფიბამ ინციდენტის გამოძიება 2022 წლის 5 სექტემბერს დაიწყო. საქმის მასალების, მათ შორის ვიდეომტკიცებულებების, გულდასმით განხილვის შემდეგ, ფიბამ არასპორტული საქციელის გამო, დისციპლინური სამართალწარმოება გოგა ბითაძის, დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიას, ფურკან კორკმაზისა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციების მიმართ დაიწყო," – წერია ფიბას ოფიციალურ  განცხადებაში.

ფიბა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, სანამ დისციპლინარულ ზომებზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
ფიბამ ამ მატჩის გამო ერთი საჩივარი თურქულ მხარეს არ დაუკმაყოფილა . საქმე ეხებოდა წამების მოკლებას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი