ბაიდენმა უკრაინისთვის $600 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

16 სექტემბერი 2022, 11:19 545 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი დაამტკიცა, რის შედეგადაც, უკრაინას $600 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა.

დახმარების ახალ პაკეტში შედის "HIMARS"-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, ასევე ღამის ხედვის სისტემები, ტერიტორიის განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა, 105 და 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში