ერთი დღე რჩება უმაღლეს სასწავლებლებს იმისთვის, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მონაცემები სტუდენტთა მობილობის შესახებ გადაუგზავნონ. ვაკანტური ადგილების რაოდენობა სხვადასხვა სასწავლებელში განსხვავებულია. სტუდენტებს კი, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი გაქვთ სპეციალობის ან სასწავლებლის შეცვლა, განაცხადის შეტანა 20 იანვრიდან შეგიძლიათ.