სააღმზრდელო პროცესი განაახლა შუახევში მოქმედ ყველა საჯარო და ერთ კერძო სკოლაშიც. წელს აქ პირველი ზარი 115 მოსწავლისთვის დაირეკა. მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად კლებადია, წელს ჭალის, გომარდულის, ვანის, ზემოხევის, ლომანაურის, კვიახიძეების და ტომაშეთის სკოლებს პირველკლასელები არ ჰყავთ. სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროცესის განახლება მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.