გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

13 სექტემბერი 2022, 18:15 541 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი ქ. ბერლინში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგას ანალენა ბერბოკს შეხვდა. კმაყოფილებით აღნიშნეს, როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ბერლინში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი და მისი შეხვედრა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე ფედერალურ პრეზიდენტთან და იმედი გამოთქვეს, რომ ეს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს და განამტკიცებს საქართველოსა და გერმანიის პარტნიორულ ურთიერთობებს. გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობას. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც გერმანიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წვერი ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ასევე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი