ბლინკენი ურაინის არმიის კონტრშეტევას მხოლოდ დასაწყისს უწოდებს

13 სექტემბერი 2022, 11:41 556 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ რუსული არმიის წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევა ჯერ მხოლოდ დაიწყო, თუმცა  უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. უკრაინულმა ძალებმა გასულ დღეებში რუსული ოკუპაციისგან ათობით ქალაქი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შაბათს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მისი მთავარი დასაყრდენი მიატოვა,უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღეების შემდეგ ყველაზე დიდი მარცხია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის აზრით, უკრაინაში კონფლიქტი სავარაუდოდ, გარკვეული დროით გაგრძელდება, რადგან რუსეთს ქვეყანაში  ჯერ კიდევ განლაგებული ჰყავს მნიშვნელოვანი ძალები და იარაღი, რომელსაც ის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განურჩევლად იყენებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი