მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად საკონსულტაციო ჯგუფებს დაიქირავებს. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, პორტის მშენებლობის საკითხით რამდენიმე მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული, მათ შორის აბუ დაბის, სპარსეთის ყურის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მთავრობის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის შესახებ“ პროექტის განხორციელების ეტაპები.