გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 14 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
მათივე განმარტებით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.