დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.