ადამიანები, რომელთა დამსახურებითაც, დილით სახლიდან გამოსვლისას, სუფთა ეზო და ქუჩები გვხვდება. ხშირად მათ ვერც კი ვხედავთ, რადგან ადრე დგებიან და მძიმე შრომის გზას ადგანან. ერთს ითხოვენ - ჩვენც მოვუაროთ ქალაქს და ნაკლებად დავანაგვიანოთ, მეტად დავაფასოთ უხილავი და მზრუნველი ადამიანები.