ბოსნია-ჰერცეგოვინას საფეხბურთო ნაკრები რუსეთის ნაკრებთან თამაშზე დათანხმდა.
ეს ინფორმაცია ბოსნია-ჰერცეგოვინას ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
მატჩი 19 ნოემბერს, სანკტ-პეტერბურგშია ჩანიშნული.
ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს ბოსნიის ნაკრების ლიდერს მირალემ პიანიჩს.
"გავიგე ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ და მათ იციან ჩემი პოზიცია. დამირეკეს და მკითხეს, რას ვფიქრობ თამაშზე. ვუთხარი, რომ გაკვირვებული ვარ ამ გადაწყვეტილებით. ეს არ არის კარგი არჩევანი, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. როდესაც ჩვენი ნაკრები კარგად თამაშს იწყებს ყველაფერს აფუჭებენ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ეს კარგი არაა". - განაცხადა პიანიჩმა.
რუსეთის ნაკრები თებერვალის შემდეგ მსოფლიოს და ევროპის საფეხბურთო მართველმა ორგანიზაციებმა ყველა ტურნირიდან მოკვეთეს.
ბოსნია-ჰერცეგოვნია პირველი ნაკრები იქნება ამ პერიოდის განმავლობაში ვინც რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჯერჯერობით ფიფა და უეფა ამ თემაზე კომენტარას არ აკეთებს.