პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.