ელენე ხოშტარიას განცხადება ირანულ თვითმფრინავზე

09 სექტემბერი 2022, 17:15 608 ნახვა

„დროა“-ს ლიდერი ელენე ხოშტარია ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებს მოითხოვს ირანული ავიაკომპანიის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის შესახებ, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე  4 სექტემბერს გადაკვეთა. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავით ირანის რაშტის სამხედრო აეროდრომიდან მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გადაიტანეს, მათ შორის დრონები. ელენე ხოშტარია ხელისუფლების მიერ თვითმფრინავთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნული ირანული კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ტვირთების გადაზიდვისა და ტერორიზმის მხარდაჭერის გამო სანქცირებულია. ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ირწმუნება, რომ  კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში და არ არის სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად მინისტრის ინფორმაციით, საავიაციო უწყებებმა და ავიაციამ ყველა წესის დაცვით თვითმფრინავს საქართველოს ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალება მისცეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი