სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ქალი დეპუტატები ფემიციდის თემაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საკანონმდებლო დონეზე პრობლემას ნაკლებად ხედავენ, თუმცა საუბრობენ პოლიტიკური პარტიების, მედიისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების ნებასთან დაკავშირებით.