პოლიციამ გურიაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

09 სექტემბერი 2022, 12:29 974 ნახვა

გურიაში, პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ქალის მკვლელობა სცადა - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში, მეზობელ ქალს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ვ.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ ვ.მ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი