პარლამენტის პლენარულ სესიაზე სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ. დეპუტატები საკითხს მესამე მოსმენით განიხილავენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევაზე „ქართული ოცნების“ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს. რას აპირებს დღეს ოპოზიცია? სხდომის დაწყებამდე გაიმართა კონსულტაციები.