საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"მისმა უდიდებულესობა, ელისაბედ II-მ სიცოცხლე თავის ხალხს, ერსა და სახელმწიფოს მიუძღვნა.
დემოკრატიისადმი და ღირსებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მაგალითმა მას ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმსახურა. ჩემი ფიქრები სამეფო ოჯახთანაა“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.