უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ინგლისურ "ლივერპულს" უმასპინძლებს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კი კვარაცხელია პირველად ითამაშებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
"რატომ ვცვლი ყველა მატჩში? ეს ნორმალურია, როცა 5 ცვლილების უფლება გაქვს, შეიძლება საუკეთესო მოთამაშეებიც კი დაასვენო იმის მიუხედავად, როგორ კონდიციაში არიან. ვფიქრობ, რომ კვარა იდეალურ კონდიციაშია, მაგრამ „ნაპოლის“ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. კმაყოფილები ვართ ამ ბიჭით, გარდა ფეხბურთელის კარგი თვისებებისა, ის კარგი პიროვნება და ადამიანია“, - განაცხადა სპალეტიმ.
"ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი ხვალ 7 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.