ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა

06 სექტემბერი 2022, 14:37 786 ნახვა

კინოფესტივალ ''ბიაფის'' დაფინასების საკითხის მოგვარებას და ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს  ნაციონალური მოძრაობა. 

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს კინოფესტივალი საკრებულოს დროულად ვერ შეკრების გამო ვერ ფინანსდება, მიუღებელია, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ბოიკოტის რეჟიმში თავად ქართული ოცნება იმყოფებოდა.

ოპოზიციური პარტიისთვის გაუგებარია , რატომ ვერ დაფინანსდა ბათუმის სავიზიტო ბარათად ქცეული კინო ფესტივალი და რატომ გამოიყო პრაიმ - შოუს კონცერტისთვის ფინანსები ბიუჯეტიდან.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება, ამასთან დესტრუქციულ ქმედებებსა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნაზე თავად ნაციონალურ მოძრაობას მიუთითებენ.

თენგიზ აფხაზავა განმარტავს, რომ ხარვეზები ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაციის ვადებში იყო და სხვა კითხვის ნიშნები საკითხთან დაკავშირებით,  მისივე მტკიცებით, უადგილოა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში