საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხე ტურში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გულშემატკივარს შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლება. ჩვენებას "აჭარის პროექტების მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
მატჩი ხვალ, 6 სექტემბერს თბილისში 21:00 საათზე დაიწყება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის ბულგარეთის ნაკრებთან გამარჯვება მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ რომ გუშინ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თურქეთის ნაკრები ორი ოვერტაიმის შემდეგ 88-83 დაამარცხა და თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. 3 ტურის შემდეგ საქართველოს 4 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.