ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის. სერია A-მ ქართველი ფეხბურთელი 5 ნომინანტს შორის დაასახელა.
ჯილოდს მოსაგებად კვარაცხელიასთან ერთად პაულო დიბალა (რომა), კლოპმაინერსი (ატალანტა),ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) იბრძვიან.
გულშემატკივარი ხმის მისაცემად სერია A-ს ოფიციალური გვერდზე უნდა შევიდეს.
შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ ხვიჩა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ დაასახელა, ახლა კი ქართველი სერია A-ს პრიზის მოპოვების შანსი აქვს.
ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონში 5 მატჩის შემდეგ 4 გოლი და 1 საფოლე გადაცემა აქვს.