„ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია – დოკუმენტს საქართველოს მთავრობა დღეს დაამტკიცებს. პრემიერის განცხადებით, სტრატეგია ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მიიღებს ადამიანის უფლებათა დაცვის „ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030“ და დოკუმენტზე უკვე იმსჯელეს როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
პრემიერმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება, ქართული დელეგაცია ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.