შილდასთან ისევ ხანძარს ებრძვიან

04 სექტემბერი 2022, 17:29 756 ნახვა

ჯერ ისევ ვერ ხერხდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში 1 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა. მთის ფერდობზე, სხვადასხვა ადგილას, დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობზე, ამ ეტაპზე ხანძრის 15-მდე კერაა.

უკვე ორი დღეა, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობს: სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, თავდაცვის სამინისტროს ძალები, მეხანძრე მაშველები და ადგილობრივები.

დღეს დილიდან პროცესში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობიდან კიდევ 100 სამხედრო ჩაერთო. 4 სექტემბრის მონაცემებით ხანძრის ჩაქრობას, ჯამში, 800 ადამიანი ცდილობს; აქედან 500 სახელმწიფო უწყებების თანამშრომელია, ხოლო 300 - ადგილობრივი მოხალისე. სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც ხანძრის კერებამდე გზის გაჭრას ცდილობს.

ამ დროისთვის მოხსნილია ცეცხლის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი