ხანძარი ლოკალიზებულია სვანეთში - თუმცა ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მაინც რჩებიან სახანძრო სამაშველო ჯგუფები.
ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართული იყო ავიაციაც. ლატალის და ფარის თემში, ცეცხლი მიუვალ ადგილზე სამი დღის წინ გაჩნდა.
ადგილობრივების განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მეხის დაცემა გახდა.