კახეთში ისევ ძლიერი ხანძარია

04 სექტემბერი 2022, 15:03 620 ნახვა

3 ვერტმფრენი, 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივები - ამ დრომდე ცდილობენ კახეთში ხანძრის ჩაქრობას. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ისევ რჩება ხანძრის ღია კერები. ცეცხლის კერა დაახლოებით 10 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარი იყო ჩოხატაურშიც, ტყეში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ზემო ხეთის თემში, ტყის ქვედა საფარს ეკიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი