თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ვეტერანთა საკითხებზე საუბრით გაგრძელდა. ვლადიმერ იმნაძემ ლევან იზორიას ვეტერანთა პრობლემები გააცნო.