ტურისტული სეზონის გახსნა დაგვიანდა. ბულვარის ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელია. ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრები აკეთებენ. პეტრე ზამბახიძის თქმით, ისევ გადათხლია ბულვარში სასერნო ბილიკები და სამუშაოები არასაკმარისი ტემპებით მიმდინარეობს. მაშინ როცა ქალაქში უკვე შეიმჩნევა ტურისტული ჯგუფები.
ნაციონალური მოზრაობის წევრების განცხადებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში პასუხობენ. მამუკა ბერზენიშვილის თქმით, ტურისტული სეზონი აჭარაში დიდი ხანია გახსნილია და ამაზე ტურისტების გაზრდილი მაჩვენებელიც მეტყველებს. რაც შეეხება საზღვაო სეზონს იგი სიმბოლურად 28 მაისს გაიხსნება და ამ დროისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მზად იქნება აცხადებს ბერძენიშვილი.