ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა გაძვირდა 

02 სექტემბერი 2022, 12:02 2071 ნახვა

დღეიდან ხულოს  საბაგირო გზით  მგზავრობა  ადგილობრივებისთვის უფასო, ხოლო ვიზიტორებისთვის  5 ლარი გახდა. მანამდე 20 თეთრი ღირდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით  უფასოდ  იმგზავრებენ სოფელ თაგოში დასაქმებულები.  დასახლებაში სამუშაოდ  ძირითადად პედაგოგები გადაადგილდებიან. ფასიანი გახდა ტვირთის გადატანაც.

აქამდე მომსახურება ნებისმიერი მგზავრისთვის 20  თეთრი ღირდა. ხულო-თაგოს  ბაგირგზით მგზავრობას რვა წუთი სჭირდება, ალტერნატიულ, შემოვლით საავტომობილო გზას კი  ნახევარი საათი.

ცნობისთვის ბაგირგზის მოვლა -პატრონობა ყოველ წლიურად ხულოს მერიას 98 700 უჯდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში