აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილე წარადგინა

01 სექტემბერი 2022, 14:09 841 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. მოადგილის თანამდებობა უჩა სურმანიძემ დაიკავა - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უჩა სურმანიძემ დაამთავრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და დურჰანის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მენეჯმენტის პროგრამის მაგისტრი.  არის, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

მოადგილედ დანიშვნამდე იგი სამინისტროში პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, პროფესიით ეკონომისტს საჯარო სამსახურში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.

ასევე მინისტრის პირველ მოადგილედ არჩილ ბერიძე დაინიშნა, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი