რუსული ძალები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ. არიან დაშავებულები - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ენერგოდარის მერზე, დმიტრი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის ცნობთ, ქალაქის დაბომბვა დილის ხუთი საათიდან არ წყდება, ოკუპანტები ნაღმტყორცნებს იყენებენ. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები.
დმიტრო ორლოვის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას ვერ ახერხებს, რადგან რუსები შეთანხმებულ მარშრუტებს ბომბავენ.
შეგახსენებთ, რომ ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სადაც ამ დროისთვის ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ვითარების შესასწავლად იმყოფებიან.