საქსტატის მონაცემებით ბოლო 7 თვეში ეკონომიკური მაჩვენებელი 10,3%-ით გაიზარდა

31 აგვისტო 2022, 19:49 1121 ნახვა

საქსტატის ახალი კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, ფულადი გზავნილები - ეკონომისტების თქმით, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებმაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.საქსტატის კვლევის მიხედვით, ლიდერობს ექსპორტი, წინა წლის ივლისის პერიოდთან შედარებით 40 %-ით მეტია. ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 23%-ით. ტურიზმის აღდგენის ტენდენცია 23 %-ით. პოზიტიური ძვრების ფონზე ექსპერტები ამბობენ, რომ ფიქსირდება ორნიშნა ინფლაცია, რაც იმ მიღწევებს ანელებს რაც ეკონომიკური ზრდის მხარესაა. ამ ყველაფრის ფონზე სპეციალისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ქვეყანას წლიური ეკონომიკური ზრდა ექნება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში