დღეს ბათუმის ქვიშის მოედანზე სტარტი აიღო საერთაშორისო ფესტივალმა სპორტის ქვიშის სახეობებში. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სპორტსმენებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც მონაწილეობენ. ტურნირი ფეხბურთში, ტექბოლში, რაგბში, ფუტვოლეისა და ფრენბურთში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის სპორტული ცენტრია. შეჯიბრება სამ დღეს გაგრძლედება და 31 აგვისტოს დასრულდება.