იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.როგორც ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა შესაძლოა ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის პარალელურად ჩატარდეს, თუმცა ვინ ჩაატარებს ექსპერტიზას და როდის, ამაზე მინისტრი ჯერჯერობით არ საუბრობს.