საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბაზების განახლება, საპენსიო სქემის მონაწილეთა პირად გვერდებსა და ინტერნეტბანკებში ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი.
მათივე ინფორმაციით, სააგენტო პერიოდულად ახორციელებს ინფრასტრუქტურის აიტი განახლებას და ამ ეტაპზე სწორედ ასეთი განახლება მიმდინარეობს.
"ამჟამად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განახლებას, რაც ჩვეულებრივი პროცედურაა, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს. ეს პროცესი სპეციალურად დავამთხვიეთ შაბათ-კვირას, რომ სამუშაო დროს არ მომხდარიყო შეფერხებები“,- აცხადებენ სააგენტოში.