საქართველო გასვლაზე იტალიასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

28 აგვისტო 2022, 00:38 732 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში  სტუმრად იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 84-91 დამარცხდა.

საქართველომ მატჩი კარგად დაიწყო და 7 ქულით დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ პირველი მეოთხედი იტალიელებმა 25-19 მოიგეს.

ამის შემდეგ მეორე და მესამე პერიოდი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და მეოთხე პერიოდს გუნდები 66-66 შეხვდნენ.

ბოლო პერიოდის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობა . მატჩის დასრულებამდე წუთი და 23 წამით ადრე ტაბლოზე ისევ ფრე 82-82 იყო, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქე უკეთესი იყო და მატჩის მოგება შეძლეს.

6 შეხვედრის შემდეგ საქართველო 9 ქულას აგროვებს და ამ დროსითვის მესამე ადგილს იკავებს.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გადაერთვება, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც თბილისი არის.

A ჯგუფში საქართველოსთან ერთად  ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, მონტენეგრო და ბულგარეთი იქნებიან.
ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველო ევრობასკეტზე 1 სექტემბერს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში