ბენზემა და ანჩელოტი უეფას ვერსიით საუკეთესოები არიან

25 აგვისტო 2022, 21:48 876 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ ერთად უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები  დააჯილდოვა. 

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი  საფრანგეთის ნაკრების და ''რეალის'' ფორვარდი ქარიმ ბენზემა გახდა.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი ''ბარსელონას'' მოთამაშე ალექსია პუტელიასი დაასახელეს.

საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელის წოდება  კარლო ანჩელოტიმ მოიპოვა. საუკეთესო ქალი მწვრთნელი კი საგინა ვიგმანი გახდა.

უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ კრიშტიანო რონალდომ 3-ჯერ მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი