ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს.