საარჩევნო ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრამდე იგეგმება და მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი მოამზადებს. საკითხზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი და დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.
გივი მიქანაძის განცხადებით, საუბარია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე, რომელიც ეხება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევას, კომისიის წევრთა სერთიფიცირებას.
შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ ესწრება საია, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.