დაჭრილი პატიმარი საავადმყოფოში გარდაიცვალა

25 აგვისტო 2022, 14:58 894 ნახვა

28 წლის მსჯავრდებული გურამ სვანიძე, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.

სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს, ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. საგამოძიებო უწყებამ კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე გასროლაა ასახული.

ამ საქმეზე პენიტენციურის თანამშრომელი 22 აგვისტოს დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება სამსახუროებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი