ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად წიწვოვანი ტყის მიმდებარედ რამდენიმე კერაზე დაიწვა ბალახი, ბუჩქები, ეკალ-ბარდი და მცირე ზომის ხეები დაახლოებით 8 ჰექტარზე.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი ტყის მასივს გვიან ღამით გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.