ევროპაში ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვაა, ცხელი და მშრალი პირობებით, რაც ტყის ხანძრებს იწვევს - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის კომისიის კვლევითი ცენტრი წინასწარი ანალიზის თანახმად ავრცელებს.
მოხსენების მიხედვით, ევროპის ტერიტორიის 47%-ზე ნიადაგის ტენიანობის დეფიციტის გამო გამაფრთხილებელი განცხადებები ვრცელდება, ტერიტორიის 17%-ზე უკვე საგანგაშო მდგომარეობაა.
ზაფხულში რეკორდულმა ტემპერატურამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კვლევითი ცენტრის ანგარიშის მიხედვით, გვალვის გამო სიმინდის, სოიოსა და მზესუმზირის მოსავლიანობა 15%-ით შემცირდება.