ყირიმის პლატფორმა: სალომე ზურაბიშვილისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების ხელმძღვანელების გამოსვლა

23 აგვისტო 2022, 19:49 700 ნახვა

ყირიმი უკრაინაა - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ყირიმის პლატფორმის" სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს.  გამოვხატავ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი ტერიტორული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დე ოკუპაციის სტრატეგიის მიმართ - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კარგად ნაცნობია, ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა,  რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაწყებულა გასულ თებერვალს და ყირიმი იყო საწყისი გამოწვევა, ამასთან, მისი განცხადებით 21-ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის. ლიდერებს მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენერგის განცხადებით, ნატო უკრინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს, ასევე უფლებას უკრაინამ თავად აირჩიოს საკუთარი გზა. სტოლტენბერგის თქმით, ეს უსამართლო ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და მანვე უნდა დაამთავროს. ამასთან, სამიტში მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტიც. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში