იტალიის "სერია A"-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა მეორე ტურის საუკეთესო გოლების ხუთეული გამოავლინა.
5 საუკეთესო გოლიდან 2 ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის,რომელიც "მონცასთან" გაიტანა.
მეხუთე ადგილზე ხვიჩას 62-ე წუთზე გატანილი გოლი გავიდა, ხოლო 35-ე წუთზე გატანილმა გოლმა მეორე ადგილი დაიკავა.
კვირის საუკეთესო გოლი კი დომენიკო ბერარდის ანგარიშზეა.
ხვიჩა კვარაცხელია სამი სხვადასხვა გამოცემის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.