იტალიის სანაპიროსთან 40 მეტრის სიგრძის სუპერ იახტა „საგა“ ჩაიძირა. მაშველებმა ეკიპაჟის წევრების გადარჩენა შეძლეს.
შემთხვევის დროს იახტაზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. ჩაძირვის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებულია გამოძიება.
მედიის ცნობით, სუპერიახტა „საგა“ თურქეთიდან, გალიპოლიდან, იტალიის მიმართულებით კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა.