„ჩვენი მიზანი თურქეთში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა„ - ერდოღანი

23 აგვისტო 2022, 11:16 2080 ნახვა

ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, – ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა საშუალებით ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფას.

სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება უკრაინული მარცვლის ექსპორტზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტმა კვლავ მიიღო წვდომა საკვებზე ამ რეგიონიდან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში