ბათუმის საკრებულო ბულვარის დაცვისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცებაზე მსჯელობს.
დღეს გაირკვევა, ექნება თუ არა დოკუმენტს შესაბამისი მხარდაჭერა დეპუტატებისგან, რადგან ოპოზიციის ნაწილი რამდენიმე დღეა უკვე აანონსებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.