ქობულეთის ''შუქურამ'' ''გარეჯი'' 3-0 დაამარცხა

22 აგვისტო 2022, 10:54 1128 ნახვა

საზაფხულო შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგა ორი მე-19 ტურის მატჩებით განახლდა.

ქობულეთის ''შუქურამ''  საკუთარ მოედანზე ''გარეჯს'' უმასპინძლა და მარტივად ანგარიშით 3-0 დაამარცხა.
''ჩელე არენაზე'' პირველი გოლი ლევან ინგოროყვამ გაიტანა და გუნდი დააწინაურა.

17 წუთში ''გარეჯმა'' მეორე გოლი მიიღო , თუმცა ამჯერად შეხვედრაში ავტოგოლი გავიდა.
მატჩში საბოლოო ანგარიში 3-0  84-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა დააფიქსირა და რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა.

ლიგა ორის გათამაშებას 35 ქულით , სწორედ ''შუქურა'' ლიდერობს. უახლოეს კონკურენტ მარტვილის ''მერანს'' კი 25 ქულა აქვს.

მომდევნო ტურში ქობულეთლები 28 აგვისტოს ისევ საშინაო კედლებში მთავარი კონკურენტის ''მერანის'' წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი