საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა ორის სეზონი განახლდა.
მე-12 ტურის შეხვედრაში "ბათუმმა" შინ "ზარზმა" მიიღო და დიდი ანგარიშით 9-0 დაამარცხა.
სამ-სამი გოლი არჩუაძემ და ჭურკვეიძემ გაიტანეს. ორი გოლი დიასამიძის, ხოლო ერთი სელიმბას ანგარიშზეა.
თავისი მატჩი მოიგო ბათუმელების მთავარმა კონკურენტმა "რაჭამ", რომელმაც გასვლაზე "დიდგორს" 0-3 მოუგო.
ამ დროისთვის 29 ქულით "ბათუმი" გათამაშების ლიდერია. "რაჭას" კი 28 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო ტურში 26 აგვისტოს "ბათუმი" გასვლაზე ახმეტაში "ბახტრიონს" ესტუმრება.