12 რეკომენდაციაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა ისევ ურთიერთბრალდებების ფონზე. საკამათო კიდევ ერთი თემა გახდა, ამჯერად ოცნება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფში ჩართვის წინააღმდეგია. ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა.